თეგი: ვიოლა ფონ კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი: გულსატკენია იმის დანახვა, რომ საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განაგრძობს

ევროპარლამეტარი ვიოლა ფონ კრამონი დემოკრატიის ინდექსზე საქართველოს რეიტინგს აფასებს. „გულსატკენია იმის დანახვა, რომ საქართველოს დემოკრატია უკუსვლას განაგრძობს. მოლდოვა და თუნდაც უკრაინა და სომხეთი უკეთესად გამოიყურებიან. ოდესღაც რეგიონში საქართველო მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ის ავტორიტარული მეზობლების, რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის დონეზე ეცემა", – წერს ევროპარლამენტარი კრამონი Twitter-ზე. ბრიტანეთის კვლევითმა ცენტრმა Economist Intelligence Unit-მა დემოკრატიის ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობას 167 ქვეყანაში ხუთ საზომზე დაყრდნობით აფასებს. ესენია - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. საქართველო (ქულა 5,31-დან 5,12-მდე შემცირდა) 2020 წლის მსგავსად 91-ე ადგილზე განთავსდა „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიაშია, სადაც ავტორიტარული და დემოკრატიული ელემენტების შეხამებაა. ამავე კატეგორიაში არიან უკრაინა და სომხეთიც, თუმცა სომხეთი 89-ე ადგილზეა, უკრაინა - 86-ე ადგილზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა აგრძელებენ ქულების კლების ტენდენციას. სომხეთმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ კი მონაცემი გააუმჯობესეს. პოზიტიური ცვლილებებია მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს შემთხვევაში. ეს ქვეყნები „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „„არასრულყოფილი დემოკრატიების" კატეგორიაში გადავიდნენ. დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით, რუსეთი „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში დარჩა. 167 ქვეყანას შორის ის 124-ე ადგილზეა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთზე უარესი რეიტინგი ყაზახეთს (128 ადგილი), ბელორუსს (146-ე ადგილი), აზერბაიჯანს (141-ე ადგილი), უზბეკეთს (150-ე ადგილი), თურქმენეთსა (161-ე ადგილი) და ტაჯიკეთს (157-ეს ადგილი) აქვთ. უკანასკნელ ადგილზეა ავღანეთი. ყირგიზეთი „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში გადავიდა და რუსეთს ერთი პოზიციით უსწრებს. ამავე თემაზე: სად და რატომ განიცადა დემოკრატიამ უკუსვლა - კვლევა

ვიოლა ფონ კრამონი: ჯერ კიდევ რჩება დრო, ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ

„ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, - მიმართავს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ პოლიტიკოსებს. „ჩვენ, საქართველოს შესახებ გარდამტეხი რეზოლუცია მივიღეთ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ რჩება დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ. შეწყვიტეთ პოლარიზაციის შემცველი ენის გამოყენება, ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, -აღშნიან კრამონმა. ევროპარლამენტის რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 218 ევროდეპუტატი.  

ვიოლა ფონ კრამონი: ის რომ, თითქოს, ჩვენ გვსურს, საქართველო ომში ჩაერთოს, აბსურდია

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ტყუილია, თითქოს, ევროპარლამენტში სურთ, საქართველო ომში ჩაერთოს. ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მათ უბრალოდ სურთ, დაინახონ, რომ საქართველო იმ რეფორმების ერთგულია, რომლის გატარების პირობაც ქვეყნის ხელისუფლებამ დადო. „ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს ტყუილია, ეს შესაძლოა, საქართველოს მთავრობის მცდელობაა, რომ საკუთარი იმედგაცრუება აღმოფხვრან, მაგრამ ამას ჩვენ რეზოლუციასთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. კითხვაზე, რას შეიძლება, ახადოს ფარდა საქართველოს მთავრობამ, ევროდეპუტატმა შემდეგი პასუხი გასცა: ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. თუ რამისთვის არის ფარდა ასახდელი, ვთხოვთ, ეს გააკეთონ. მთელი ეს პროცესი გამჭვირვალეა, არის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს,“, - განაცხადა კრამონმა „ტვპირველის“ ეთერში. „თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან. ჩვენ ძალიან დიდი ხარკი გავიღეთ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ქვეყნის ტერიტორიები სამწუხაროდ, ოკუპირებულია, არცერთ საერთაშორისო მისიაზე უარი არ გვითქვამს და ჩვენი ბიჭები ძალიან დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება, რაც გუშინ მოვისმინეთ, კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად ევროპარლამენტი მიღებული რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო ევროპაა, ეს არის ერი ევროპული გულით, ამას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და სხვა ქვეყანა ვერ შეცვლის

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, თბილისში გამართულ აქცია შეაფასა და Twitter-ზე ვიდეომიმართვაც ატვირთა. კრამონმა განაცხადა, რომ „საქართველო ევროპაა, რადგან მისი ხალხი ამბობს ასე“.  „ეს არის ერი ევროპული გულით, ევროპული ღირებულებებით, ევროპული მომავლით. ამას ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და სხვა ქვეყანა ვერ შეცვლის. ევროკავშირის კარი ფართოდ ღიაა თქვენთვის. თქვენ, ხალხს გაქვთ ძალა, განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის ბედი“, - აღნიშნავს კრამონი Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში. 20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც. აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნიის მიიღებს.

ვიოლა ფონ კრამონმა ევროპის ლიდერებს მოუწოდა, რომ შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი

ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროპის ლიდერებს მოუწოდა, რომ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი. სვენ მიქსერი: მხარს ვუჭერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამივე ასოცირებული ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არსებობს უტყუარი საფრთხეები, რაც შეიძლება, გაყოფას მოჰყვეს „ჩვენ ევროპის ისტორიაში ნამდვილი ცვლილებების მომსწრენი ვართ. უკრაინა როგორც საკუთარ ქვეყანას, ასევე მთლიან ევროპას პუტინის იმპერიული ბოროტებისგან იცავს. მოლდოვამ ათასამდე ლტოლვილი მიიღო და ახლა დიდი ეკონომიკური წნეხის წინაშეა, რაც ომმა გამოიწვია. საქართველო რეგიონში იყო პირველი, რომელიც რუსეთმა დასაჯა ევროპული მისწრაფებების გამო. ამ კონტინენტის მომავალი შეიცვლება ან ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, ან პუტინის წესების მიხედვით. შესაბამისად, დროა, რომ ევროკავშირმა ძალაუფლების ენაზე დაიწყოს საუბარი და წარმოაჩინოს თავისი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები. ევროპა არ იქნება სრულყოფილი, სანამ ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ, რაც მათ ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. მოვუწოდებ ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შემოსაზღვრონ ხვალინდელი ევროპა, სადაც დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ექნებათ ადგილი“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.  

ვიოლა ფონ კრამონი: იმედი მაქვს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ

იმედი მაქვს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. „იმედი მაქვს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს განხორციელება, ევროკავშირის ინსტრუქციები კრისტალურად ნათელია. „ქართულო ოცნება", ბურთი თქვენს მოედანზეა“, - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს  

ვიოლა ფონ კრამონი: აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, პირიქით, გვსურს თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე ვიხილოთ

ვფიქრობ, ჩვენ, ევროპარლამენტი ვართ ყველაზე მხარდამჭერი ინსტიტუცია. ჩვენ აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, არამედ პირიქით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.  ევროპის გაფართოება კვლავ რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამის რეფორმებს - დევიდ მაკალისტერი მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოში პერსონალური, პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიციები ჩადო და ახლა სურს ამ ინვესტიციების დაბრუნების პროცესი იხილოს.  „ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, ვართ თქვენი ქვეყნის, საქართველოს დიდი მეგობრები, მხარდამჭერები მოქალაქეების და მათი მისწრაფების, დაუახლოვდნენ ევროკავშირს. სრულად ვიზიარებთ ამას, თუმცა მანამდე არის გარკვეული კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მკაფიოდაა წარმოდგენილი მაგიდაზე. ჩვენ ყველამ ჩავდეთ ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში, პერსონალური, პოლიტიკური, ასევე ფინანსური და გვსურს, ვიხილოთ ამ ინვესტიციის დაბრუნება“, - განაცხადა კრამონმა.  სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია  

ვიოლა ფონ კრამონი: ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტია, მისი აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს

ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს - ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა ბევრს არაფერს ნიშნავს - ლუკაშენკო ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია. ეს შეხსენებაა პუტინის ყველა დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ დაშოშმინებული ბოროტება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინით დასრულდება!“ - წერს ევროპარლამენტარი. ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის წევრი - გზავნილები ევროპარლამენტიდან

ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამოსვლების დროს ევროდეპუტატებმა ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და განაცხადეს, რომ აღფრთოვანებულნი არიან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებითა და მოსახლეობით. ამ საკითხზე პეტრას აუსტევიჩუსმა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. „მინდა დავიწყო იმით, რომ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ის, რომ დაიჭირეს ძალიან მყარი პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ და მინდ გამოვთქვა სამოქალაქო საზოგადოებითა და საქართველოს მოსახლეობით ჩემი აღფრთოვანება და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. „დღეს საქართველოში დაწვეს ევროკავშირის დროშა, ეს არის ძალიან სამწუხარო საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მაგრამ მე მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეებრძოლება ტოტალიტარიზმს და ავტორიტარიზმს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა. თავის მხრივ, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ  საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს.  „კოლეგებო, ყველა ნიღაბი მოხსნილია! საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს. არ არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან რუსეთში. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან. ყველა გავიდა გარეთ და გაგვაგებინა თავისი ხმა ბრიუსელში, მოსკოვში და ა.შ არამხოლოდ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ თქვენ ვერ დაწვავთ ჩვენს ევროპულ იდენტობას, ევროკავშირის დროშის დაწვით, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ისინი, ვინც პარლამენტში არიან, მათ უღალატეს თავიანთ მოსახლეობას, მათ საქართველოს მოსახლეობა აიძულეს, ქუჩაში გასულიყვნენ“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. ევროპარლამენტარ, სვენ მიქსერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი გაწვეულია, ხელისუფლების რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის. მიქსერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ამ კანონპროექტის მიღების მცდელობა მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია საქართველოში. „ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მაღალია და ჩვენ საქართველოს ევროპულ მომავალს ყოველთვის ვუჭერდით მხარს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მისწრაფებებს. ვნახეთ ძალიან ბევრი პრობლემა - სასამართლო რეფორმის და კანონის უზენაესობის მხრივ და საქართველოს მთავრობის მიერ მცდელობა, რომ აგენტების კანონი მიეღო, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია სახელმწიფოში. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არაა“, - განაცხადა სვენ მიქსერმა. თარგმანი „მთავარი არხს“ ეკუთვნის.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე: მიუღებელია პარლამენტარების მიერ მისი იმიჯის გამოცალკევება

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისვლის შემდეგ განუცხადა, რომ მიუღებელია პარლამენტარების მიერ, ლაზარე გრიგორიადისის „იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ მარტის აქციის მონაწილე და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს“. „აქ, როგორც ყველა დანარჩენი იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გააკეთა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ ის და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს ამ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება. ასე რომ, აქ იმისთვის ვარ, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც ვარ აქ, ეს ძალიან მარტივია”, - განაცხადა ფონ კრამონმა მედიასთან "ინტერპრესნიუსის" ცნობით.   მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს, მარტის აქციების მონაწილის გათავისუფლებას ითხოვენ და მის პატიმრობას აპროტესტებენ. "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე აჩვენებენ ფილმებს - „დაუსჯელი დანაშაული“ და „ქართული თუ რუსული“ ოცნება. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

ელჩი ჰერჩინსკი: ვიოლა ფონ კრამონს თავისუფლად შეუძლია, ჩამოვიდეს საქართველოში - თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად მივიდეს

ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მას თავისუფლად შეუძლია, ჩამოვიდეს აქ, საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკას, მარტში გამართული აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლასთან დაკავშირებით. „ის თავად იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიდის, რომელ ადგილებში. ასე რომ, კომენტარის სახით სათქმელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ელჩმა მედიასთან IPN-ის ცნობით.  

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მის შესახებ „გავრცელებულ ყალბ ცნობებს“ ვიდეომიმართვას უძღვნის

გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ქართული ტიტრებით ავრცელებს. "მომილოცავს! "თვის ტროლის" ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ "ტროლებს". მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის "გერინგის" რუსულ თარგმანს აიღებს. "გერინგი" და "გიორგინგი" კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე, როგორც, საბედნიეროდ არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე - ჰერმან გიორინგთან. მეორე „ფეიკი“ კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო. ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური „დიფ ფეიკ" ვიდეო იყო. საინტერესო გარემოებაა, რომ ეს „ფეიკები“ ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა. შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად.",- ამბობს ევროპარლამენტარი.  

„დეზინფორმაციულ კამპანიაზე“ კრამონის მიმართვას, ევროპარლამენტში „ქარული ოცნების“ პარტნიორი ჯგუფიდან უპასუხეს

ევროპარლამენტარი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან, ტაის როიტენი (ნიდერლანდები) რომელიც ევროპარლამენტში „ქართული ოცნების” პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, მისი კოლეგის, ვიოლა ფონ კრამონის მიმართვას გამოეხმაურა. „ასეთი საზიზღარი თავდასხმა ვიოლა ფონ კრამონზე, საქართველოს ევროპული მომავალის უდიდეს მხარდამჭერზე, მიუღებელია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ქართველებს ეს უნდათ. ამიტომ, საქართველოს ლიდერებმა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობა უნდა შეწყვიტონ“, - წერს Twitter-ზე ტაის როიტენი. გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ქართული ტიტრებით ავრცელებს.  

კრამონი: ყველა ცდილობს, ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ჩინეთთან საქართველოს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას აკრიტიკებს. „მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის. რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან - ეს ყველაფერი „ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს,“ -წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. საქართველოს და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ განზომილებაში - განცხადების შინაარსი ცნობილია  

კრამონი ოძისში, საოკუპაციო ხაზთან: დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ შესაბამისად არ იმოქმედა

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, რომ საკმაოდ იმედგამაცრუებელია იმის დანახვა, რომ საქართველოს დეოკუპაციის კუთხით ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებას აქვს ნულოვანი შედეგი იმასთან შედარებით, რასაც რეალურად საქართველო იმსახურებს. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ამ წლებში სიტუაცია არ უმჯობესდება. კრამონოს თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ შესაბამისად არ იმოქმედა. „ვფიქრობ, აქ არსებული სიტუაცია გვახსენებს, რომ უდიდესი შეცდომა იყო დაშვებული, როცა არ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები მას შემდეგ, რაც რუსეთმა აქ ტერიტორიები დაიკავა. ახლა ჩვენ ვხედავთ უკრაინაში უზარმაზარ სოლიდარობას, არის სანქციები. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ისეთი თანმიმდევრულები, როგორც ახლა უკრაინაში და ვფიქრობ, როცა უკან ვიხედები, ეს დიდი შეცდომა იყო," - განაცხადა ევროპარლამენტარმა.  

კრამონი: ვულოცავ ქართველ ხალხს, თქვენ ეს შეძელით - ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრომონი მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე ჯერ კიდევ არის გზა გასავლელი. `თქვენმა ევროპულმა სულმა, თქვენმა ერთგულებამ დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ძალიან მნიშვნელოვნად იმოქმედა. ჯერ კიდევ არის გასავლელი გზა. ვიმედოვნებ, მალე გიხილავთ ევროკავშირში, რომელსაც ეკუთვნით“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.  

კრამონი პაპუაშვილზე: გერმანულ ორგანიზაციაში კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" მიერ „აგენტების შესახებ კანონის" ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილების გამო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს  შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს. „ეს არის კაცი, რომელიც გერმანულ ორგანიზაციაში, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ბევრი წელი კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა. დასავლელი დონორები როგორ შედიან შეცდომაში და სამსახურში აჰყავთ ადამიანები, რომლებიც კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, ყველაფერს აკეთებენ, არღვევენ პარლამენტარების უფლებებს და ატარებენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილი!“ - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პაპუაშვილი 2007-2020 წლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებში (GIZ) სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, იყო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, შემდეგ კი, საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

კრამონი კობახიძეს: თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია - გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. „რუსულ კანონს“ ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება,“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარი საქართველოს პრემიერს მიმართავს, „უცხოური აგენტების გავლენის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ. შინაარსი სიტყვა-სიტყვით სწორია - შოლცის განცხადების მთარგმნელი „გთხოვთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას," - წერს ვიოლა ფონ კრამონი. როთი: "უცხოური აგენტების კანონს“ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება  

კრამონი: რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურ, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას

„ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა,“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან იდევ ერთხელ გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და განაცხადა, რომ ის მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ. მეორე, თუკი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს სანქციები მოჰყვება, ივანიშვილს უნდა ჰქონდეს ოფშორებიდან საკუთარი აქტივებისა და ფულის დაბრუნების ინსტრუმენტი - ამას ითვალისწინებს კიდევ ერთი კანონი, რომელსაც კენჭი გასულ კვირას უყარეს. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ვფიქრობ, უნდა დავაწესოთ სანქციები, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოთ, რომ ეს სანქციები მიმართული იყოს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურთ, საქართველო სხვაგვარად გარდაქმნან და რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნან და ააშენონ - ეს მიუღებელია. „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გაგვასულელოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბერლინში მისი ვიზიტის დროს ვერ აიტანა კრიტიკა კანცლერისგან და თარჯიმანი ტექსტის არასწორად თარგმნაში დაადანაშაულა. მინდა ვთქვა, ჩვენ ვართ პროფესიონალები, ვიცით რა ხდება, ვაკვირდებით ძალიან, ძალიან ყურადღებით, რა ხდება საქართველოში და „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხისტად შეეცდებიან ამას. ჩვენ ვართ ერთიანი და მხარს დავუჭერთ საქართველოს, განაგრძოს გზა ევროპულ გზაზე,“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

კრამონი ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებას და მთავრობის დაფინანსების შეჩერებას ურჩევს

ევროპარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, ევროკავშირმა შეწყვიტოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაფინანსება და რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის, რასაც საქართველოში ხალხი ელოდება და იმსახურებს. დღეს, პირველ მაისს საქართველოში ვიზიტს იწყებს ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი. ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.